რატომ არ ენდობა ხალხი კვირიკაშვილს

რატომ არ ენდობა ხალხი კვირიკაშვილს– ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, ვერცერთი პრობლემა ვერ მოაგვარა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1,5 წლით ადრე სოციალური რისკები იზრდება, ადამიანის თავისუფლება არათუ ფართოვდება, არამედ იზღუდება. ამის ნათელი მაგალითი მოსმენების კანონია. რამდენიმე ქალაქს თვითმმართველის სტატუსს ართმევენ, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისი აზრით, შედეგმაც არ დააყოვნა კვირიკაშვილის რეიტინგზე აისახა,  თუმცა მისი აზრით, პრემიერს საკმაოდ ბევრი პოზიტივი აქვს.

– შედეგი კვირიკაშვილის შემთხვევაშიც ლოგიკური იყო. პრემიერი, თავისი ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე, ძალიან სიმპათიურად გამოიყურება. პერსონალურად მის მიმართ საზოგადოებას არც პრეტენზიები აქვს და არც _ აგრესია. მის მიმართ სერიოზული კეთილგანწყობაც კი არსებობს.

მაგრამ მასში ვერ ხედავენ ლიდერს. ხალხი გრძნობს, რომ პრემიერს არ აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობის აღების უნარი. ამის გამო მის მიმართ ნდობა დაბალია, არადა, პოზიტივი არის ბევრი, – განაცხადა ხუხაშვილმა.