მადრიდის რეალმა ესპანეთის ჩემპიონატის 31–ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე თანაქალაქელები ატლეტიკო მიიღო და მათი დამარცხება ვერ შეძლო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო. მეორე ტაიმის დასაწყისში პორტუგალიელმა მცველმა პეპემ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. რეალი მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ 85–ე წუთზე ანტუან გრიზმანმა ანგარიში გაათანაბრა.
რეალმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და ბარსელონას ქულათა სხვაობის შემცირების შანსი მისცა. კატალონიელები თბილისის დროით 22.45 საათზე სტუმრად მალაგას დაუპირისპირდებიან.

