მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად მიუნხენის ბაიერნი დაამარცხა 2:1.
პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და შეხვედრის 24–ე წუთზე არტურო ვიდალმა ბაიერნი დააწინაურა. მანვე ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ტაიმის ბოლოს და ეს ეპიზოდი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა,
მეორე ტაიმის დასაწყისში კრიშტიანო რონალდომ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მე–60 წუთზე კი ბაიერნის ესპანელი ნახევარმცველი ხავი მარტინესი გააძევეს, რის შემდეგაც რეალი მატჩის სადავეებს სრულად აკონტროლებდა და 76–ე წუთზე რონალდომ მეორე გოლის გატანა შეძლო.
საბოლოოდ რეალმა გაიმარჯვა და სამეფო გუნდი განმეორებითი მატჩის წინ სოლიდურ უპირატესობას ფლობს. განმეორებითი შეხვედრა 18 აპრილს მადრიდში გაიმართება.

