როჯერ ფედერერმა შესაძლოა საფრანგეთის ღია პირველობა გამოტოვოს

როჯერ ფედერერმა შესაძლოა საფრანგეთის ღია პირველობა გამოტოვოსშვეიცარიელმა ჩოგბურთის ლეგენდამ როჯერ ფედერერმა შესაძლოა საფრანგეთის ღია პირველობა, იგივე როლან გაროსი გამოტოვოს.

ამის შესახებ თვითონ ფედერერმა განაცხადა და იქვე დაამატა, რომ მას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. ფედერერი უკვე 35 წლის არის და ის სეზონის მანძილზე ძალების განაწილებას აპირებს, ამიტომ მან შესაძლოა აქცენტი უიმბლდონზე და ამერიკის ღია პირველობაზე გააკეთოს.

წლევანდელი სეზონი ფედერერმა შესანიშნავად დაიწყო და მის ანგარიშზე უკვე 3 მოგებული ტურნირია, თან ამ ტურნირებიდან ერთი დიდი სლემის, ხოლო დანარჩენი ორი კი მასტერსის სერიის არის.

როჯერი ჯერჯერობით არ აპირებს ჩოგბურთისთვის თავის დანებებას და არც იცის თუ როდის წავა ის ჩოგბურთიდან.