ლივერპულის სენეგალელი ფორვარდი სადიო მანე თავის გუნდს წლევანდელ სეზონში ვეღარ დაეხმარება. მანეს მუხლზე ოპერაცია სჭირდება და ის თამაშისთვის მზად მხოლოდ ზაფხულში იქნება.
მანემ ტრავმა ევერტონთან შეხვედრაში მიიღო. ლივერპულის მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მანეს ტრავმა მისი გუნდისთვის დიდი დანაკლისია, თუმცა ლივერპული მანეს გარეშეც ვალდებულია კარგი შედეგები აჩვენოს.
სადიო მანე ლივერპულში პირველ სეზონს ატარებს და ის უკვე გუნდის ერთ–ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. მის ანგარიშზე 13 გატანილი გოლია.

