დევისის თასზე ევრო აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში ერთმანეთს საქართველოს და ლიტვის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ლიტვის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა 3–2.
გადამწყვეტ მეხუთე მატჩში ერთმანეთს გიორგი ცივაძე და ლუკას მუგევიჩუსი შეხვდნენ. მუგევიჩუსი ცივაძეზე ბევრად მაღლა დგას რეიტინგში, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა მაინც ბოლომდე იბრძოლა და საბოლოოდ 4 სეტში დამარცხდა ანგარიშით 4:6, 2:6, 6:1, 4:6.
ცივაძის და მუგევიჩუსის დაპირისპირება ძალიან რთულ პირობებში მიმდინარეობდა, რადგან ჩოგბურთელებს ხელს უამინდობა და ძლიერი ქარი უშლიდათ. მიუხედავად ამისა, მათ გულშემატკივრებს კარგი სანახაობა შესთავაზეს.

