სკანდალი: საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები წვრთნებს ოკუპირებულ ყირიმში გაივლის

სკანდალი: საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები წვრთნებს ოკუპირებულ ყირიმში გაივლისბერძნულ რომაული სტილით მოჭიდვეთა საქართველოს 23 წლამდე ნაკრები გუნდური პირველი ადგილით გუშინ გვიან ღამით უნგრეთიდან სამშობლოში დაბურნდა.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ,,კურიერთან“ განაცხადა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები მომზადებას ალუშტას ბაზაზე გაივლის.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული ქალაქი ალუშტა მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აღნიშნული რეგიონი იმყოფება ანალოგიურ მდგომარეობაში, როგორშიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი და რომლიც ოკუპაციას აღიარებს საერთაშორისო თანამეგორობა.

,,ნიუპოსტი“ იმედს გამოთქვამს, რომ ფედერაცია გააკეთებს განმარტებას პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ ფაქტს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე:

,_ ნაკრებს შეკრება ექნება ალუშტაშიო? ალუშტა რომ ყირიმშია, ყირიმი რომ რუსების მიერაა ოკუპირებული, არავინ არ გითხრათ, თუ იცით და მაგიტომაც მიდიხართ? იქნებ, უკრაინის ნაკრებს აფხაზეთში სთავაზობთ შეკრებას?… მაგრამ თქვენ ხომ ევროპა უნდა გააოცოთ, ხოდა აგირჩევიათ საოცრად ალუშტა… – წერს გივი თარგამაძე.