“ცეკვავენ ვარსკვლავებში” ჯასპერ ბლექი იცეკვებს

"ცეკვავენ ვარსკვლავებში" ჯასპერ ბლექი იცეკვებსჯასპერ ბლექი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც მე-6 მილიონე ტურისტი აღმოჩნდა საქართველოში და მას მეგზურობა პირადად საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია.
ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოლანდიელი ტურისტი ჯასპერ ბლექი საქართველოში ისევ დაბრუნდება და “ცეკვავენ ვარსკვლავების”  მეშვიდე სეზონში მიიღებს მონაწილეობას.
_ ასეთი რამ მხოლოდ ტელევიზორში ხდება. ხომ ასეა? კიდევ ერთხელ დაფიქრდით. ეს მე გადამხდა. მუდამ მადლობელი ვიქნები გასაოცარი ქვეყნის საქართველოსი, მისი შესანიშნავი, თბილი ადამიანების; მისი ულამაზესი ბუნების და არაჩვეულებრივი საჭმლის. მიყვარხარ საქართველო. დიდი მადლობა.
პ.ს. ვეძებ ბილეთს მხოლოდ ერთი მიმართულებით თბილისში, _ დაწერა სოციალურ ქსელში ჯასპერმა.