ცოტა ხნის წინ ციტნე გამსახურდიამ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
– კალაძემ მოგვატყუა და ასე მოაწერა გაზპრომთან ხელი. აგებს პასუხს? რა თქმა უნდა, ბიძინოიდების ხელისუფლებაში – არა! ჯოგს ესმის ამტყუილის მნიშვნელობა? არა! წელიწადში ერთხელ 50,000 ლარად გაჭირვებულ ოჯახს ბინას უყიდის და მთელი დანარჩენი წელი მილიონებს აკეთებს. ჯოგიც ბღავის: ბეეე!
იმედია, დავაყენებთ დროს, როცა მსგავსი კაპიტულანტური ხელშეკრულებებისთვის პასუხს აგებენ!
გემახსოვრებათ, თუ როგორ ატეხა პანიკა ენერგეტიკის მინისტრმა, ქვეყანაში გაზის მოხმარება იზრდება, აზერბაიჯანს გაზი არ აქვს და თუ გაზპრომისაგან არ ვიყიდით, გავიყინებითო. ამისთვის კი საჭიროა გაზპრომთან დათმობებზე წასვლა და ჩვენთვის საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაო. ეს პანიკა შახდენიზის კონსორციუმმაც კი დაიჯერა და სასწრაფოდ საქართველოს დამატებით გამოუყო 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი.
გუშინ, პარლამენტში ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ანგარიშის მოსმენისას გაირკვა, რომ 2016 წელს 2015 წელთან შედარებით საქართველოში გაზის მოხმარება არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა 6,4 პროცენტით. ბუნებრივია, არც აზერბაიჯანიდან საგანგებოდ გამოყოფილი გაზი დაგვჭირდა და მითუმეტეს, არც გაზპრომიდან. ქვეყნისთვის საზიანო ხელშეკრულებას კი მაინც მოეწერა ხელი.
გეკითხებით: უნდა აგოს თუ არა პასუხი ენერგეტიკის მინისტრმა თუნდაც ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო?