ვინჩენცო მონტელა მომავალ წელს შესაძლოა იუვენტუსში ვიხილოთ

ვინჩენცო მონტელა მომავალ წელს შესაძლოა იუვენტუსში ვიხილოთმილანის მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა შესაძლოა მომავალ სეზონში იუვენტუსში ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურ პრესაში ვრცელდება.

იუვეს ამჟამინდელი თავკაცი მასიმილიანო ალეგრი სავარაუდოდ ზაფხულში გუნდს დატოვებს და რომელიმე სხვა ევროპულ გრანდში განაგრძობს სამწვრთნელო კარიერას.

რაც შეეხება მონტელას ის ჯერჯერობით ნორმალურად მუშაობს მილანში და ამბობს, რომ ამ გუნდში ბედნიერია, თუმცა სავარაუდოდ ის იუვენტუსს უარს ვერ ეტყვის, რადგან ტურინელები უკვე დიდიხანია იტალიაში პირველობას არავის უთმობენ.

მონტელას ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.