მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მუხლზე ოპერაციას ოთხშაბათს გაიკეთებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულ პრესაში ვრცელდება.
იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა ანდერლეხტთან განმეორებითი შეხვედრის დროს მიიღო და ამ ტრავმის გამო მან შესაძლოა წლევანდელ სეზონში თამაში ვეღარ შეძლოს.
ბევრი რამ სწორედ ოპერაციაზე იქნება დამოკიდებული. იბრა მანჩესტერ იუნაიტედში პირველ სეზონს ატარებს და ის ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა, ამიტომ მისი არყოფნა დიდი დანაკლისი შეიძლება გახდეს.
მანჩესტერის მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იმედი გამოთქვა, რომ იბრაჰიმოვიჩი ტრავმას მალე მოიშუშებს.

