მანჩესტერ იუნაიტედის შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბელგიური ანდერლეხტის წინააღმდეგ შეხვედრის ბოლოს მუხლის ტრავმა მიიღო და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
ტრავმა შესაძლოა სერიოზული აღმოჩნდეს და ამ შემთხვევაში ზლატანისთვის წლევანდელი სეზონი დასრულებული იქნება. იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა ერთი შეხედვით უწყინარ მდგომარეობაში მიიღო, როდესაც მან მოედანს ფეხი ცუდად დაადგა.
მანჩესტერი ანდერლეხტს გაცდა და ევროპის ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანური სელტა იქნება. შეხვედრები 4 და 11 მაისს გაიმართება.

