მადრიდის ატლეტიკოს ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი ატლეტიკოდან არ მიდის. ამის შესახებ განცხადება თვითონ ფრანგმა ფეხბურთელმა გააკეთა.
”ატლეტიკოში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და არ არსებობს არცერთი მიზეზი რის გამოც შეიძლება ეს გუნდი მომავალში დავტოვო. ჩვენ ძლიერი შემადგენლობა გვყავს და იმედი მაქ კიდევ უფრო მეტი კარგი ფეხბურთელი დაგვემატება. გარდა ამისა, სიმეონეს პატივს ვცემ და მასთან ერთად მუშაობა მსიამოვნებს”–განაცხადა გრიზმანმა.
გრიზმანის მიმართ ინტერესს მანჩესტერ იუნაიტედი იჩენს, რომელიც მზად არის არის გრიზმანის ტრანსფერში ატლეტიკოს 80 მილიონი ევრო გადაუხადოს.

