ბაიერნი პაულინიოს ყიდვას აპირებს

ბაიერნი პაულინიოს ყიდვას აპირებსბრაზილიელი ფეხბურთელი პაულინიო, რომელიც ამჟამად ჩინეთში თამაშობს, მომავალ წელს შესაძლოა მიუნხენის ბაიერნში აღმოჩნდეს.

პაულინიომ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა და ამით მან ბაიერნის ყურადღებაც დაიმსახურა. წლების წინ პაულინიო ტოტენჰემის ღირსებას იცავდა და მასზე ლონდონურ კლუბში დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ პაულინიომ ვერ შეძლო გაცემული ავანსების გამართლება, ამიტომ მას ჩინეთში მოუწია წასვლა, სადაც ის დღემდე თამაშობს.

ბაიერნში გადასვლა მისთვის და მისი კარიერისთვის  რა თქმა უნდა ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.