ბარსელონას სატრანსფერო ბაზარზე ახალი ინტერესი გაუჩნდა ანხელ დი მარიას სახით, რომელიც ამჟამად პსჟ-ს ღირსებას იცავს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბარსელონა მზად არის ამ ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადოს, თუმცა კონკრეტულად რა თანხაზეა საუბარი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
დი მარია 4 წლის მანძილზე მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა, ამიტომ მან შესაძლოა ბარსელონაში თამაშზე უარი თქვას, თუმცა ანხელს ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
დი მარია პსჟ-ში 2015 წელს გადავიდა მას შემდეგ რაც მან მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად ცუდი სეზონი ჩაატარა და ამ გუნდიდან საბოლოოდ წავიდა.

