ესპანურ პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ბარსელონას ახალი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე იქნება, რომელიც ამჟამად ბილბაოს ატლეტიკს უდგას სათავეში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვალვერდეს ბარსელონა ოფიციალურად 29 მაისს წარადგენს, მანამდე კი 27 მაისს ლუის ენრიკე კატალონიურ გუნდში ბოლო შეხვედრას გამართავს ესპანეთის თასის ფინალში ალავესის წინააღმდეგ.
ვალვერდე ესპანეთში პატივისცემით სარგებლობს, თუმცა ბარსელონას დონის გუნდში მას არასოდეს უმუშავია, ამიტომ მის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვალვერდე ოფიციალურად ბარსელონას მწვრთნელი ჯერ არ გამხდარა.

