ბარსელონამ ესპანეთის თასი მოიგო

ბარსელონამ ესპანეთის თასი მოიგობარსელონამ ესპანეთის თასის ფინალში ალავესი დაამარცხა 3:1 და ესპანეთის თასი 29–ედ მოიგო. ბარსელონასთვის არცთუ წარმატებული სეზონის შემდეგ თასის მოგება ერთგვარი შვებაა, თუმცა კატალონიელებმა ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულები სხვა გუნდებს დაუთმეს.

ალავესთან შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში უკვე 3:1 იყო და მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. ბარსელონას შემადგენლობაში გოლები მესიმ, ნეიმარმა და პაკო ალკასერმა გაიტანეს.

ეს მატჩი იმითაც იყო დასამახსოვრებელი, რომ ლუის ენრიკე ბარსელონას დაემშვიდობა და მწვრთნელის რანგში ბოლო შეხვედრა ჩაატარა. 3 წლის მანძილზე ლუის ენრიკესთან ერთად ბარსელონამ 9 ტიტული მოიგო.