ბარსელონას მომავალი მწვრთნელის ვინაობა ჯერჯერობით ისევ უცნობია. სავარაუდოდ ახალი მწვრთნელის ვინაობა მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბარსელონას სათავეში ატლეტიკის მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ჩაუდგება, რომელიც კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობასთან აქტიურად წარმოებს მოლაპარაკებას.
ვალვერდემ თვითონ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი სეზონის შემდეგ ლუის ენრიკე თავის თანამდებობას დატოვებს.

