როგორც მოგეხსენებათ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონში ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც მისი მეტოქე ცნობილი ფრანგი ჩოგბურთელი ჟო ვილფრედ ცონგა იყო.
ბასილაშვილმა თავის მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა, თუმცა ერთი სეტის მოგება შეძლო და საბოლოოდ სამ სეტში დამარცხდა ანგარიშით 2:6, 6:3, 1:6.
ბასილაშვილისთვის ლიონში ჩატარებული ტურნირი მაინც წარმატებული გამოდგა, რადგან მან 60 სარეიტინგო ქულა მიიღო, რაც მას მსოფლიო რეიტინგში ძალიან დაეხმარება.
შემდეგი ტურნირი ნიკასთვის როლან გაროსი იქნება, რომელიც სტარტს, კვირას, 28 მაისს აიღებს.

