ბასილაშვილმა როლან გაროსი მოგებით დაიწყო

ბასილაშვილმა როლან გაროსი მოგებით დაიწყოქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობის პირველ წრეში ფრანგი ჟილ სიმონი დაამარცხა 4 სეტში ანგარიშით 1:6, 6:2, 6:4, 6:1.

ცუდად ჩატარებული პირველი სეტის შემდეგ ნიკა სრულიად აკონტროლებდა მატჩის სადავეებს და საბოლოოდ მან შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. ბასილაშვილი შემდეგ შეხვედრას ოთხშაბათს, 31 მაისს ჩაატარებს და მისი მეტოქე ვიქტორ ტროიცკი იქნება, რომელიც ამჟამად რეიტინგში 35-ე პოზიციას იკავებს.

შეხვედრა თბილისის დროით 13.00 საათზე დაიწყება. ბასილაშვილი ბოლო პერიოდში ძალიან კარგად თამაშობს და წინა კვირას ის ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.