ბავშვთა სამყაროში  ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს  

ბავშვთა სამყაროში  ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს   – „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს, – ამის შესახებ სააქციო საზოგადოების იურისტმა,  ვაჟა მაისურაძემ GBC-ს მომზადებულ დასკვნებზე დაყრდნობით განუცხადა.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და შსს -ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნებს კომპანიის აქციონერებს 29 ივნისს წარუდგენენ. მაისურაძე ამბობს, რომ დახურული შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა აქციონერებმა დასკვნების გასაჯაროება გადაწყვიტონ.

– ხანძრის ხელოვნურად გაჩენაზეა გამოძიება დაწყებული და დასკვნებიც ამას აჩვენებს, – ამბობს მაისურაძე და აღნიშნავს, რომ მათ გარკვეული ეჭვები აქვთ ვის ინტერესში შედიოდა კომპანიის დაზარალება, თუმცა გამოძიების დასრულებას ელიან.

იურისტი ამბობს, რომ ამ ხანძარმა ყველაზე მეტად აქციონერები დააზარლა. დაზღვევისგან ზარალის ანაზღაურება კი ხანგრძლივი პროცესია, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

აქციონერთა კრებაზე კომპანიის 2016 წლის ფინანსურ ანგარიშსაც განიხილავენ, ასევე იმსჯელებენ  განვითარების პერსპექტივაზე, ფინანსების მოზიდვასა და გრძელვადიან ინვესტიციებზე.

კრების დღის წესრიგშია გასული წლის მოგების განაწილებაც. „სავაჭრო სახლმა ბავშვთა სამყარომ“ 2016 წელი 1.31 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანიის აქტივები 2016 წლის ბოლოს  8 მლნ ლარით იყო შეფასებული, მათ შორის ძირითადი საშუალებები 7.1 მლნ ლარით.