ბენ სტილერი და კრისტინ ტეილორი ერთმანეთს ეყრებიან

ბენ სტილერი და კრისტინ ტეილორი ერთმანეთს ეყრებიანამერიკელი მსახიობები ბენ სტილერი და კრისტინ ტეილორი ერთმანეთს ეყრებიან.

ამის შესახებ მათ გუშინ, 26 მაისს, გამოაცხადეს.

– ერთმანეთისადმი და ერთად გატარებული 18 წელიწადის პატივისცემით მივიღეთ გადაწყვეტილება დავშორდეთ ერთმანეთს, – თქვეს სტილერმა და ტეილორმა, _ ჩვენი პრიორიტეტი ჩვენი შვილების აღზრდა იქნება. ამას გავაკეთებთ, როგორც მათი ერთგული მშობლები და უახლოესი მეგობრები.

განცხადების ბოლოს მსახიობებმა მედიას სთხოვეს, ამ პერიოდის განმავლობაში პატივი სცენ მათ პირად ცხოვრებას.

51 წლის სტილერი და 45 წლის ტეილორი ერთად მონაწილეობდნენ რამდენიმე პროექტში.

2016 წლის ნოემბერში ბენ სტილერს პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მან წარმატებით იმკურნალა.

– თავიდან ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა ჩემს თავს, _ ამბობდა მსახიობი განკურნების შემდეგ, – მეჩვენებოდა, რომ ცხოვრება გაჩერდა. არაფრის დაგეგმვა აღარ შემეძლო, რადგან არ ვიცოდი, რა ჯანდაბა ხდებოდა ჩემს თავს.

საბედნიეროდ, დიაგნოზი მას ადრეულ სტადიაზე დაუსვეს, რამაც მსახიობის გამოჯანმრთელებას ხელი შეუწყო.