ბიზნესომბუდსმენის აპარატი უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას არ ემხრობა. როგორც ბიზნესომბუდსმენმა ზურაბ ძნელაშვილმა “საქმის კურსს” განუცხადა, თუ ინვესტორს საქართველოში ფულის ჩადება უნდა, მას ამის საშუალება არ უნდა შევუზღუდოთ.
– კონსიტუციაში არ ჩაიწერა, რომ აკრძალულია უცხოელებზე მიწის მიყიდვა. კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ამას ორგანული კანონი დაარეგულირებს.
რაც შეეხება პრინციპს, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვა აიკრძალოს, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ. მიწა არის ჩვეულებრივი ბრუნვის ობიექტი და მისი ბრუნვა არ უნდა შეიზღუდოს. ნებისიერ ინვესტორს უნდა შეეძლოს მიწის შეძენა და მასზე ინვესტიციის განხორციელება. სხვა საკითხია, როცა ის მიწას შეიძენს და არ ამუშავებს, მაგრამ თუ უცხოელ ინვესტორს უნდა საქართველოში ფულის დახარჯვა და მას ფული არ დავახარჯინოთ და მიწა არ მივყიდოთ, არასწორია.
საზღვრისპირა რეგიონებში მიწის განკარგვის რეგულირება დღესაც ხდება და აქ არის ლოგიკა, რომ საზღვრისპირა ტერიტორია არ შეიძლება უცხოელს მიჰყიდო, მაგრამ საზღვრის გარდა უამრავი მიწის ნაკვეთია საქართველოში,- აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.
bm.ge