ბრაზილიაში ფეხბურთელი თამაშის დროს დააკავეს

ბრაზილიაში ფეხბურთელი თამაშის დროს დააკავესბრაზილიაში ერთ-ერთი ფეხბურთელი პირდაპირ მატჩის მიმდინარეობის დროს დააკავეს.

„საპუკაენსეს“ 21 წლის თავდამსხმელი მარლონ ნათანიელი შეცვლაზე შესასვლელად ემზადებოდა, როცა მას პოლიციელებმა ბორკილები დაადეს და განყოფილებაში წაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ნათანიელს ბრალად ადამიანების გატაცება და მათ სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხის მოთხოვნა ედება. „საპუკაენსე“ ბრაზილიის მესამე დივიზიონის კლუბია, რომელიც რიო-გრანდეს შტატის პირველობაზე მორიგ მატჩს ატარებდა.

imedinews.ge