ჩემპიონთა ლიგის ფინალული შეხვედრის მსაჯის ვინაობა ცნობილია. იუვენტუსის და რეალის მატჩს გერმანელი არბიტრი ფელიქს ბრიხი იმსაჯებს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო არბიტრად ითვლება.
ბრიხი უკვე დიდიხანია საერთაშორისო არენაზე მსაჯობს და მას ევროტურნირებზე 10 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი ასისტენტები ფინალში ასევე გერმანელები იქნებიან. ფინალური შეხვედრა 3 ივნისს უელსის დედაქალაქ კარდიფში გაიმართება.
ფელიქს ბრიხს წელს რეალის არცერთი შეხვედრა არ უმსაჯია. რაც შეეხება იუვენტუსს გერმანელი მსაჯი პორტო-იუვენტუსის მთავარი არბიტრი იყო, შეხვედრის, რომელიც იტალიელების გამარჯვებით დასრულდა.

