მადრიდის რეალის მცველმა დანი კარვახალმა ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და ჩემპიონთა ლიგის ფინალს ის სრულ მზადყოფნაში ხვდება.
კარვახალმა განაცხადა, რომ ის მზად არის ფინალისთვის როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად. კარვახალმა ტრავმა აპრილის ბოლოს მიიღო და არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ მას ფინალში არ ეთამაშა, თუმცა რეალისთვის საბედნიეროდ ეს ასე არ მოხდა.
კარვახალი 2013 წლიდან თამაშობს რეალში და ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, რომელიც ძალიან ეფექტურია დაცვაშიც და შეტევის წინა ხაზზეც. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 3 ივნისს, კარდიფში გაიმართება და რეალის მეტოქე იტალიური იუვენტუსია.

