დაპირისპირება ფილარმონიაში – საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ვერ იწყება

დაპირისპირება ფილარმონიაში -  საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ვერ იწყებადიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ვერ იწყება, დაპირისპირება მოხდა დიდ საკონცერტო დარბაზში მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა დარბაზში შეკრებილებსა და ფილარმონიასთან გამართული აქციის მონაწილეებს შორის, რომლებმაც ასევე საკონცერტო დარბაზში გადაინაცვლეს. მათ შორის არიან „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე და სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი.

როგორც ბრეგაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ისინი ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისებას აპროტესტებენ და პარლამენტის თავმჯდომარესთან სასაუბროდ მიკროფონს ითხოვენ.

„ქართულმა ოცნებამ“ ფილარმონია გამგეობების წარმომადგენლებით აავსო და აქედან ჩვენს გაძევებას ცდილობენ“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

დაპირისპირებისა და ხმაურის გამო საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ამ დრომდე ვერ იწყება.