დავით თარგამაძე შესაძლოა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდეს

დავით თარგამაძე შესაძლოა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდეს27 წლის ფორვარდი დავით თარგამაძე, რომელიც ერთი პერიოდი საქართველოს ნაკრებშიც თამაშობდა, შესაძლოა ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდეს და ბედი რომელიმე ქართულ გუნდში სცადოს.

საუბარი იყო იმაზე რომ თარგამაძე კარიერას სამტრედიაში გააგრძელებდა, მაგრამ ეს ინფორმაცია თვითონ ფეხბურთელმა უარყო. თარგამაძეს თქმით ის უახლოეს მომავალში ოპერაციას გაიკეთებს და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებს კონკრეტულად რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას.

თარგამაძეს საკმაოდ მძიმე ტრავმა ჰქონდა, რომლის გამოც მას საკმაოდ დიდი პერიოდი გაუცდა. ამჟამად ის უგუნდოდ არის და საქართველოში ინდივიდუალურად ვარჯიშობს.