სანდერლენდს ახალი მწვრთნელი არ ეყოლება და დევიდ მოიესი გუნდში მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ თვითონ მოიესმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი მომავალი სეზონის წინ.
შეგახსენებთ, რომ სანდერლენდი ოფიციალურად გავარდა პრემიერ ლიგიდან და შემდეგ სეზონს ინგლისის მეორე დივიზიონში ჩაატარებს. ამის გამო ხშირი იყო საუბრები მოიესის განთავისუფლების შესახებ, მაგრამ ეს ყველაფერი ჭორი გამოდგა.
მოიესს 4 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს სანდერლენდთან და ის კიდევ 3 წელიწადი იმუშავებს ამ გუნდში. სანდერლენდამდე მოიესი ესპანურ რეალ სოსიედადს წვრთნიდა.

