“ედიშერ ქარჩავა შორენა თეთრუაშვილის პირით საუბრობს”

"ედიშერ ქარჩავა შორენა თეთრუაშვილის პირით საუბრობს"ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახურის თქმით, ქარჩავა ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს, რადგან პირადი კომუნიკაციისას საპატრიარქოს მაღალი რანგის წარმომადგენლები მსგავსს განცხადებებს არ აკეთებენ.
ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახური ანდრია სარია „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა – „შორენა თეთრიაშვილის პირით საუბრობს”.

შესაბამისი განცხადება სასულიერო პირმა ქარჩავას მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც პატრიარქის მოკვლას ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ცდილობდა.

– ედიშერ ქარჩავა ვარაუდებს ავრცელებს და არა მტკიცებულებებს. ის შორენა თეთრუაშვილის ენით საუბრობს. ადამიანს როდესაც არა აქვს თავისუფალი ნება და ეს ნება ქალს წაურთმევია მისთვის, უმოჯებესია საერთოდ არ გამოვიდეს ტელევიზიით. ჩვენ განცხადებები გვესმის იურისტისგან, ჩვენთან კომუნიკაციაში კი საპატრიარქოს მაღალი რანგის წარმომადგენლები მსგავსს არაფერს აცხადებენ, – აღნიშნა მღვდელმსახური ანდრია სარიამ.