ეკოლოგიური კატასტროფა ლისის ტბის ტერიტორიაზე

ეკოლოგიური კატასტროფა ლისის ტბის ტერიტორიაზელისის ტბის ტერიტორიაზე ასობით ნაძვის ხე დაწვეს – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ახალი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს. ამასთან, ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში შესაბამის ვიდეომასალას ქვეყნებს.

– ნაძვების დაწვა, სავარაუდოდ, ბიზნეს ინტერესებს უკავშირდება, რადგან ამ ტერიტორიიდან თბილისის საუკეთესო ადგილები ჩანს, – ვარაუდობს ხაბეიშვილი.

აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება კომპანია “ლისი დეველოპმენტი”. კომპანიაში აცხადებენ, რომ წინა წლებში მომხდარი მინდვრის ხანძრის შედეგადაა გამოწვეული.

– კომპანია “ლისი დეველოპმენტისთვის” ცნობილი გახდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ასახულია ლისის ტბის ტერიტორიაზე გადამწვარი ხეების რიგი. კომპანიამ არსებულ ვანდალურ ფაქტთან დაკავშრებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის შედეგადაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. კომპანიამ შეისწავლა მდგომარეობა და დადგინდა, რომ არსებული ვითარება გამოწვეულია წინა წლებში მომხდარი მინდვრის ხანძრის შედეგად, – ნათქვამია განცხადებაში.

ლისი დეველოპმენტი ხელახლა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაადგინოს, “მას შემდეგ ხელახლა განმეორდა თუ არა ვანდალური ფაქტი. კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს ათასობით ხის ჩარგვას და მაქსიმალურად ხელს უწყობს ლისის ტბის ტერიტორიის გამწვანებას.”, – წერს “ტაბულა”.