ერნესტო ვალვერდე ოფიციალურად ბარსელონას მწვრთნელია

ერნესტო ვალვერდე ოფიციალურად ბარსელონას მწვრთნელიაერნესტო ვალვერდე ოფიციალურად დაინიშნა ბარსელონას მთავარ მწვრთნელად. ეს ინფორმაცია კატალონიურ კლუბში დაადასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვალვერდე ბარსელონასთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ხოლო მისი ოფიციალური პრეზეტანცია კი 1 ივნისს შედგება. ვალვერდეს როგორც მწვრთნელს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მას ესპანეთის გარეთაც არაერთხელ უმუშავია. აღსანიშნავია ისიც, რომ ვალვერდე ბარსელონაში თამაშობდა 1988-90 წლებში და ამ გუნდის მაისურით მან 10 გოლის გატანა შეძლო.

ვალვერდეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო ბარსელონას რამდენიმე ფეხბურთელმა კი განაცხადა, რომ ისინი სიამოვნებით იმუშავენენ ვალვერდესთან ერთად.