მადრიდის რეალის უელსელი ფორვარდი გარეტ ბეილი სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს, რადგან უელსელმა ვერ მოასწრო ბოლომდე ტრავმის მოშუშება.
ბეილმა ტრავმა ერთი თვის წინ მიიღო და ექიმების თქმით ის თითქმის მზად არის სათამაშოდ, მაგრამ ზიდანი სავარაუდოდ არ გარისკავს და ბეილს ძირითად შემადგენლობაში არ დააყენებს. ბეილისთვის ეს ფინალი განსაკუთრებულია, რადგან ის მის მშობლიურ ქალაქ კარდიფში ტარდება.
ფინალური შეხვედრა 3 ივნისს გაიმართება და რეალის მეტოქე ტურინის იუვენტუსი იქნება. შეგახსენებთ, რომ რეალი შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

