მადრიდის რეალის ვარსკვლავი გარეტ ბეილი წლევანდელ ზაფხულს შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს და მანჩესტერ იუნაიტედის მაისური მოირგოს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მადრიდში უკმაყოფილოები არიან იმით, რომ ბეილი ხშირად იღებს ტრავმებს, ამიტომ მის გაყიდვას უარს არ იტყვიან, თუ ვინმე 100 მილიონ ევროს გადაიხდის.
თვითონ ბეილს ჯერჯერობით ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია და ამჟამად ის რეაბილიტაციის კურსს გადის იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში შეძლოს, რომელიც 3 ივნისს ბეილის მშობლიურ ქალაქში კარდიფში გაიმართება.
რეალში გადასვლამდე ბეილი 6 წლის მანძილზე ტოტენჰემის ღირსებას იცავდა.

