მადრიდის რეალის უელსელმა ფორვარდმა გარეტ ბეილმა შესაძლოა ზაფხულში გუნდი დატოვოს.
ამის მიზეზი ის არის, რომ ბეილს ხშირად აქვს ტრავმები, რის გამოც მას ბევრი მატჩი გაუცდა, ხოლო მისმა შემცვლელებმა კი თავი ძალიან კარგად წარმოაჩინეს. შესაძლოა ბეილმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგოს, ამას კი უელსელი ფეხბურთელი არ შეეგუება.
ბეილის შეძენა საკმაოდ ბევრ გუნდს სურს, მათ შორის ჩელსის და მანჩესტერ იუნაიტედს, რომლებიც მზად არიან ამ ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადონ.
გარეტ ბეილი მადრიდის რეალში 2013 წლის ზაფხულში გადავიდა და რამდენიმე კარგი სეზონიც ჩაატარა, თუმცა წელს მას ამის გაკეთებაში ტრავმები უშლიან ხელს.

