გერმანიის ნაკრები კონფედერაციის თასზე ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშებს

გერმანიის ნაკრები კონფედერაციის თასზე ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშებსგერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც კონფედერაციის თასზე ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელის გვარი ფიგურირებს, ხოლო ვარსკვლავები თითქმის არ არიან. კონფედერაციის თასზე არ ითამაშებენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მანუელ ნოიერი, ტომას მიულერი და მესუტ ოზილი.

ლიოვის თქმით ამ ტურნირზე მას უფრო მეტად ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაში აინტერესებს. კონფედერაციის თასი სტარტს რუსეთში, ივნისის შუა რიცხვებში აიღებს.