გია ხუხაშვილი: „ფარცხალაძეს ეს თუ შერჩა, ხვალ შესაძლოა პრემიერს სცემოს“

გია ხუხაშვილი: „ფარცხალაძეს ეს თუ შერჩა, ხვალ შესაძლოა პრემიერს სცემოს“, მართავენ თუ არა საქართველოში პოლიტიკას ფინანსური ჯგუფები? _ ამ თემებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

_ „ქართული ოცნება“ ძირითადად მარგველაშვილის რეკლამირებით არის დაკავებული. თუ რამე ავტორიტეტი მოიპოვა პრეზიდენტმა, ეს ხელისუფლების უაზრო და უსაგნო შეტევების შედეგია. თუმცა მარტო ეს თავდასხმები არ არის იმის მიზეზი, რომ მარგველაშვილს სხვებზე მაღალი რეიტინგი აქვს.

ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურების არსებობა. საზოგადოების დიდ ნაწილს შესაძლოა არც მოსწონს მარგველაშვილი, მაგრამ პატივს სცემს იმის გამო, რომ მას გადაწყვეტილებების მიღების უნარი აქვს. ეს გადაწყვეტილებები შესაძლოა არასწორიც იყოს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს მარგველაშვილის მიღებული გადაწყვეტილებაა.

დღეს ქვეყანაში დამოუკიდებელი ლიდერების დეფიციტია. არ გვყავს ისეთი ლიდერები, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოში ჩამოყალიბდა ისეთი სისტემა, სადაც გადაწყვეტილების მიღების ცენტრი ჩამოცილებულია ფორმალურ ხელისუფლებას.

სისტემა აგებულია იმაზე, რომ არავინ არაფერზე აგებს პასუხს და ყველა, პრემიერიდან დაწყებული, ელოდება დირექტივებს. როდესაც დირექტივის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ იღებ, შესაბამისად, არც პასუხისმგებლობა გაკისრია. ეს კი მთლიანად სისტემის დეგრადირებას იწვევს.

ხელისუფლებას ჰგონია, რომ საზოგადოება ამას ვერ ხედავს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ხალხი ყველაფერს ამჩნევს, – აცხადებს ხუხაშვილი.

მისი განცხადებით, სამწუხაროდ, პრემიერიც კი არ აღიქმება იმ ფიგურად, რომელსაც დამოუკიდებლად რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. შესაბამისად, ის არის ვიღაცის ჩრდილქვეშ.

იმის პერსონიფიცირებას, თუ ვის ჩრდილქვეშ არის ხელისუფლება, მნიშვნელობა აღარ აქვს. ფაქტი ისაა, რომ გადაწყვეტილების მიღების ცენტრი იქ არ არის, სადაც ზის ფორმალური ხელისუფლება. ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემაა.

– მიშა სააკაშვილის დროსაც ჰიბრიდული ხელისუფლება გვქონდა, მაგრამ მან მოახერხა და ოლიგარქიას პოლიტიკაზე ამუშავებდა. ეს ძალიან ცუდი და ხარვეზებით სავსე სისტემა იყო, მაგრამ ის, რაც დღეს იბადება, ბევრად უფრო სახიფათოა.

აქ ფინანსურმა ინტერესმა თუ გაიმარჯვა და პოლიტიკამ ფულზე მუშაობა დაიწყო, ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება. ეს საბოლოოდ დაანგრევს სახელმწიფოს.

ფარცხალაძის და თორდიას ინციდენტი ფორმალური ხელისუფლების და ოლიგარქიის ბრძოლის გამოვლინებაა. რაკი ეს ფაქტი გასაჯაროვდა, პრინციპული მნიშვნელობა აქვს მის გამოძიებას.

ძალიან მალე გავარკვევთ, ფინანსური ინტერესჯგუფები მართავენ ქვეყანას თუ ცუდი, მაგრამ ფორმალური ხელისუფლება.

ფორმალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, არ შეუძლია ამ საკითხის სახელმწიფოს ინტერესებისკენ გადაძალვა. ამიტომაც მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ჩაერიოს ამ საკითხის გადაწყვეტაში.

საქართველოში დღეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ამ საკითხის ისე გადაწყვეტა, როგორც ეს სახელმწიფოს სჭირდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ ბრძოლაში ოლიგარქიამ თუ გაიმარჯვა, ქართული სახელმწიფო მთლიანად

ფარცხალაძე-თორდიას ინციდენტი ამაზე მეტყველებს _ ვიღაც ფულიანი ტიპი თავს ესხმიხ სახელმწიფო თანამდებობის პირს.

ფარცხალაძეს თუ ეს შერჩა, მან შეიძლება ხვალ კიდევ რომელიმე სახელმწიფო მოხელე, თუნდაც პრემიერს სცემოს. არც ეს იქნება პრობლემა, დაინგრევა, – განუცხადა „ახალ თაობას“ გია ხუხაშვილმა.