გიორგი ვაშაძე: “ირაკლი ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას აპირებს”  

გიორგი ვაშაძე: "ირაკლი ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას აპირებს"  ვაშაძის ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორის სახლში სამართალდამცავ სტრუქტურებთან გამართული შეხვედრებზე ფარცხალაძის ქვეყნის დატოვების გეგმებს განიხილავენ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი ფარცხალაძე უახლოეს დღეებში ქვეყნის დატოვებას გეგმავს.
სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერის თქმით, ამაზე ყოფილი მაღალჩინოსანის სახლში სამართალდამცავ სტრუქტურებთან გამართული შეხვედრები მეტყველებს.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე გარცხალაძის ქვეყნის დატოვების გეგმებს განიხილავენ.

როგორც ვაშაძემ განმარტა, მას ამის შესახებ იმ სამართალდამცველებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა დისკუსიებში იღებენ მონაწილეობას.

ვაშაძე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს პროკურატურას კი მოუწოდებს სასამართლო შუამდგომლობით, ფარცხალაძეს გარკვეული ვადით ქვეყნის დატოვება შეეზღუდოს.