სამშაბათს, 2 მაისს ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს რეალი და ატლეტიკო დაუპირისპირდებიან.
პირველი მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე შედგება და ცნობილი გახდა, რომ ატლეტიკოს ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი იანიკ ფერეირა კარასკო ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.
კარასკოს ტრავმა აწუხებდა, რის გამოც მას ორ კვირაზე მეტი გაუცდა, თუმცა ეხლა ცნობილი გახდა, რომ კარასკო ბოლომდე გამოჯანმრთელდა და მზად არის სათამაშოდ.
რეალს გარეტ ბეილი დააკლდება, რომელსაც წელს მუდმივად ტრავმები აწუხებს. ბეილის გარდა მადრიდელებს სხვა დანაკლისი არა აქვთ.

