გადაუნაწილებელი მანდატებთან დაკავშირებით ათასგვარი სპეკულაცია იყო, მათ შორის იტყუებოდნენ ციფრებში – ხალხი მოტყუებას მათემატიკაში ცდილობდნენ, როგორც ჩანს, ჩვენი მოსახლეობის მათემატიკურ უნარებზე დაბალი წარმოდგენა აქვთ.
აღნიშნული განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახალხო-საყოველთაო განხილვისას, ირაკლი კობახიძემ იმ წესთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვით, ყველა გადაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატს არჩევნებში პირველ ადგილას გასული პარტია წაიღებს.
ამას კობახიძე ”ბონუსს” უწოდებს და როგორც განმარტავს, ბონუსის მოცულობა, ბოლო ხუთი არჩევნების მიხედვით, საშუალოდ 5% იქნებოდა, ხოლო ბოლო ოთხი არჩევნების მიხედვით – 3.1%. მისივე თქმით, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დაკარგული ხმების მაჩვენებელი მაღალი იყო და ბონუსი 8% იქნებოდა.
კობახიძის განცხადებით, ეს არის მინიმალური დანამატი არჩევნებში გამარჯვებული პარტიისათვის, რათა მინიმალურ დონეზე იყოს უზრუნველყოფილი მეტი სტაბილურობა საპარლამენტო ცხოვრების.
მისივე თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა პარლამენტში ერთი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას გამორიცხავს.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახალხო განხილვა ქალაქ ქუთაისიდან დაიწყო.

