საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა ,,განსხვავებული აქცენტების“ ეთერში გია ხუხაშვილმა.
– დღევანდელი ხელისუფლება თვლის, რომ ის უნდა იყოს სულ ხელისუფლებაში და ცდილობს გამოიყენოს ყველა მეთოდი იმისათვის, რომ უზრუნველყოს თავისი მუდმივობა.
თავის დროზე სააკაშვილმა შეცვალა კონსტიტუცია, იცოდა რომ შემდეგი ვადით ვეღარ მოვიდოდა და მან ძალაუფლების ცენტრი გადაიტანა პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაში. თუმცა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტი მაინც დატოვა არჩევითი, ანუ დემოკრატიული სურათი მან შეინარჩუნა. დღევანდელი ხელისუფლება კიდევ უფრო შორს წავიდა. ისინი გარკვეულწილა ახდენენ სააკაშვილის ოცნების ასრულებას თავისთვის, ის რაც სააკაშვილმაც კი ვერ გაბედა თავის თამამ ფანტაზიებში, ამათ გაბედეს, – აცხადებს ხუხაშვილი.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას. ხუხაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ მარგველაშვილთან მისი დამოკიდებლებაცაა.
– ისინი საუბრობენ თავისი სკამების სტაბილურობაზე და არა ქვეყნის. რაც შეხება იანიშვილის მონაწილეობას, არ მგონია თავს იწუხებდეს და იდეების იმპლემენტაციას ახდენდეს. მისგან არის შეკვეთა, რომ ეს ხალხი იყოს რაც შეიძლება დიდხანს. როგორ უნდა მოხდეეს ამის რეალიზება, ამაზე ის თავს არ იწუხებს, – განაცხადა ხუხაშვილმა.

