ისკო რეალიდან წასვლას არ აპირებს

ისკო რეალიდან წასვლას არ აპირებსმადრიდის რეალის შემტევმა ნახევარმცველმა ისკო ალკორკონმა განაცხადა, რომ ის რეალიდან წასვლას არ აპირებს და მომავალ სეზონშიც რეალის ფეხბურთელი იქნება.

ისკომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რეალმა 33-ედ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. ”მინდა გულშემატკივრები დავამშვიდო და ვთქვა, რომ რეალიდან წასვლას არ ვაპირებ და ამ გუნდთან აუცილებლად გავაფორმებ ახალ კონტრაქტს. მადრიდში ძალიან ბედნიერი ვარ და რეალთან ერთად კიდევ ბევრი ტიტულის მოგება მინდა”– განაცხადა ისკომ.

ისკო მალაგას აღზრდილია და რეალში ის 2013 წლიდან თამაშობს.