ტურინის იუვენტუსი ბარსელონას ბრაზილიელი ნახევარმცველით რაფინია ალკანტარათი დაინტერესდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბარსელონა მზად არის რაფინიას შეელიოს 25 მილიონ ევროდ და იუვენტუსი ამ თანხის გადახდას აპირებს.
თვითონ რაფინიამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ბარსელონაში სურს დარჩენა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ასე არ მოხდება. რაფინია წლევანდელ სეზონში არცთუ ხშირად ხვდებოდა ბარსელონას ძირითად შემადგენლობაში და მისი წასვლა არავის გაუკვირდება.
რაფინია, თავის ძმასთან ტიაგოსთან ერთად ბარსელონას სკოლის აღზრდილია.

