“ცეკვავენ ვარსკვლავების” ერთ-ერთი მონაწილე ჯასფერ ბლექი საავადმყოფოში მოხვდა. ფოტოები საავადმყოფოდან საქართველოს მე-6 მილიონე ტურისტმა თავად გაავრცელა.
ჯასფერის მეწყვილე პროექტში მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძეა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯასფერი საკვებმა მოწამლა და სწორედ ამის გამო გახდა საჭირო მისი საავადმყოფოში მოთავსება.
უცხოელი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მას რეპეტიციებზე სიარული ჯერჯერობით არ შეუძლია, რადგან თავს სუსტად გრძნობს.
იცეკვებს თუ არა ჯასფერ ბლექი “ცეკვავენ ვარსკვლავების” მომდევნო ტურში, ამასთან დაკავშირებით პროექტის ხელმძღვანელები ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებენ.