„კალაძის მერობა თბილისის დაცინვაა“

 

„კალაძის მერობა თბილისის დაცინვაა“– უფასო სასადილოებში აქტიურად დარბიან გამგეობების წარმომადგენლები, პირადად ამოწმებენ საკვების ხარისხს, მერე ამ ფოტოებს ფეისბუქზე დებენ და აცხადებენ, რომ უფასო სასადილოებში გემრიელი საჭმელებია. ჩვენ მიერ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ საკვები ოდნავ გააუმჯობესეს. ამ საქმეს არ მოვეშვებით და დამნაშავეების დადგენამდე არ გავჩერდებით. ამაზეც უნდა აგოს ნარმანიამ პასუხი, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

– გჯერათ, რომ ამაზე ნარმანია პასუხს აგებს?

– საქართველოს ეყოლება აპოლიტიკური პროკურატურა, რომელიც აუცილებლად მოსთხოვს პასუხს ნარმანიას.

– თუმცა მანამდე ის აუდიტის სამსახურის უფროსის პოსტს ჩაიბარებს.

– ეს ნარმანიას ვარაუდია და, შესაძლოა, არც დანიშნონ ამ თანამდებობაზე. ის ფაქტი, რომ ნარმანიას კანდიდატურა გენერალური აუდიტორის პოსტზე დასახელდა, თბილისელების დაცინვაა. ეს იმაზე დიდი დაცინვაა, ვიდრე კახა კალაძის მერობა.

– კალაძის მერობა რატომ არის თბილისის დაცინვა?

– კაცმა, რომელმაც გაზპრომს ასიამოვნა, თავისი ნათესავებით გაავსო დედაქალაქის მერია (ცოლისძმა, ცოლის ბიძა, ცოლის დეიდაშვილი), ენერგეტიკის სამინისტროს კომპანიაში დაასაქმა ცოლისძმის სიდედრი და ასე შემდეგ, გარდაბანში გამგებლად გაიყვანა ჯამარაული. კობიაშვილს რომ ფედერაციის პრეზიდენტობა მოეგო, დღისით-მზისით ადამიანი „მოიპარეს“ და ერთ ხმაში გაცვალეს.

კორცხელში სპორტსმენების ხელით მოაწყო დარბევა. პარლამენტში შეიყვანა ყაველაშვილი, კობიაშვილი, ბენაშვილი და ასეთები. ეს არის მცირე ჩამონათვალი მისი საქმენი საგმირონისა. და რატომ იქნება ნარმანიაზე უკეთესი მერი?