ხამესი კარიერას სავარაუდოდ მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებს

ხამესი კარიერას სავარაუდოდ მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებსმადრიდის რეალის კოლუმბიელი ფორვარდი ხამეს როდრიგესი სავარაუდოდ კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხამესი უკვე შეუთანხმდა მანჩესტერ იუნაიტედს და ახლა ჯერი რეალზეა, რომელიც ამ ტრანსფერში 80 მილიონ ევროს ითხოვს. მანჩესტერი მზად არის 70 მილიონი გადაიხადოს, მაგრამ გუნდებს შორის მოლაპარაკებები არ დასრულებულა.

ხამესი სევილიასთან შეხვედრის დროს შეცვალეს, რა დროსაც დარჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ის სანტიაგო ბერნაბეუს დაემშვიდობა. ვნახოთ სად გააგრძელებს კარიერას კოლუმბიელი თავდამსხმელი.