ბარსელონას ლეგენდამ ხავიმ, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთში თამაშობს, კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა და თქვა, რომ რონალდუს ერთადერთი პრობლემა მესის არსებობაა, სხვა შემთხვევაში კი ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა:
”კრიშტიანო რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია და ის ფეხბურთის ისტორიაში შევა. მისი ერთადერთი პრობლემა ლიონელ მესის არსებობაა, რადგან, სანამ მესი ითამაშებს, ის ყოველთვის საუკეთესო იქნება. რონალდუს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მისი მესისთან შედარება არ შეიძლება”.
ხავიმ და მესიმ ბარსელონას შემადგენლობაში ერთად 9 სეზონი ითამაშეს.

