ხმაური ოზურგეთში – ადმინისტრაციულ შენობაში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სამგლოვიარო გვირგვინით მივიდნენ

ხმაური ოზურგეთში - ადმინისტრაციულ შენობაში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სამგლოვიარო გვირგვინით მივიდნენხმაურია ამ წუთებში ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სამგლოვიარო გვირგვინთ მივიდნენ. მათი თქმით, მუნიციპალიტეტი დიდიხანია გარდაიცვალა.

როგორც “ნიუპოსტის” კორესპოდენტი ადგილიდან, იტყობინება, დაცვის პოლიცია არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს.

სამოქალაქო სექტორის წევრები მიიჩნევენ, რომ მუნიციპალიტეტმა თავის თავს თვითმკვლელობის განაჩენი გამოუტანა, იმ გადაწყვეტილების მხარდაჭერით, რაც მუნიციპალიტეტების გაერთიანებას გულისხმობს.

ამ წუთებში ხმაურით მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაც, სადაც დეპუტატების უმრავლესობა მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას ეთანხმება.

როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემ გვითხრა, მისთვის მთავარი მისაღები არგუმენტი ისაა, რომ ამ გაერთიანების შედეგად ბიუროკრატიული ხარჯებიდან სამი მილიონი ლარის დაზოგვა მოხდება.

თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრა ოზურგეთის “დემოკრატიული განვითარების ცენტრში” საჯარო მოხელეებთან გამართეს.

სამოქალაქო სექტორი დაყოფილი მუნიციპალიტეტების ხელახალ გაერთიანებას უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ.