ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძემ სცემა

ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძემ სცემააუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას წუხელ თავს დაესხნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მომხდარს ლაშა თორდია სამსახურებრივ მოვალეობას უკავშირებს.
„ლაშა თორდიას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავის დაცვასთან ერთად“, – აცხადებენ პრესსამსახურში.
ამ დროის მონაცემებით, ლაშა თორდია კლინიკაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო უკვე დაიწყო.
აღნიშნული მუხლი ცემას ან სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.