მონაკოს მთავარი მწვრთნელი ლეონარდო ჟარდიმი მომავალ სეზონში შესაძლოა არსენალის დამრიგებელი გახდეს. დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს არსენ ვენგერი არსენალს დატოვებს და ლონდონური კლუბი უკვე ეძებს მის შემცვლელს.
ჟარდიმს მონაკოსთან ერთად წელს ძალიან წარმატებული სეზონი აქვს და გუნდი ძალიან ახლოს არის საფრანგეთის ჩემპიონობასთან.
გარდა ამისა, მონაკო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა, თუმცა იქ სავარაუდოდ მონაკოელების ტრიუმფალური სვლა დასრულდება, რადგან მათ იუვენტუსთან პირველი შეხვედრა 0:2 წააგეს.
ჟარდიმს თავის მომავალთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

